კუენკა სეზონის ბოლომდე "აიაქსში" ითამაშებს

კუენკა სეზონის ბოლომდე "აიაქსში" ითამაშებს

 

"ბარსელონას" ფეხბურთელი, ისააკ კუენკა 2013 წლის 30 ივნისამდე არენდის სახით "აიაქსში" იასპარეზებს. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი როლი ტიტო ვილანოვას გზავნილმა შეასრულა, რომელიც ნიუ–იორკიდან მან კლუბს აცნობა.

ისააკ კუენკას გასული წლის 31 მაისს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ ესპანელი მოედანზე არ გამოჩენილა. კუენკამ გუნდთან ერთად ვარჯიში ნოემბერში განაახლა, ხოლო თამაშის უფლება 21 იანვარს მიიღო.

"აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას კვირას, სტუმრად ჩაატარებს. ამ შეხვედრაში ახალი გუნდის მაისურით პირველად მოედანზე შეიძლება ისააკ კუენკა გავიდეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.