მესი არ ისვენებს
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ”ბარსელონას” ფეხბურთელებს დასვენების დღე ჰქოდათ ”სიუტატ ეპსორტივაზე” სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად რამდენიმე მოთამაშე გამოცხადდა.
მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა საკუთარ კაბინეტში მუშაობდა, ხოლო ლეო მესი, კარლეს პუიოლი, ადრიანო კორეია, ხავიერ მასკერანო და ერიკ აბიდალი დარბაზში იტვირთებოდნენ.
იმ დროს, როცა ზოგიერთები ტრავმის შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ (პუიოლი და მასკერანო) დანარჩენები ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას ცდილობდნენ კუნთის პრობლემების გამო (ადრიანო და აბიდალი).
ლეო მესიმ ”ატლეტიკთან” შეხვედრაში დაგვანახა დრიბლინგების საშუალებით, რომ კუნთის დაზიანება სრულად მოირჩინა, თუმცა მოედანზე მან 30 წუთი გაატარა, რათა სრულად მზად იყოს ”ბაიერნთან” გასამართი მატჩისთვის. ოთხშაბათს თამაში მოუწევს ადრიანო კორეიას (ჟორდი ალბას დისკვალიფიკაცია აქვს), რომელმაც შაბათს პირველი ტაიმის შემდეგ ერიკ აბიდალი შეცვალა, რომელიც ძალიან დაიღალა.
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეროებითი შეხვედრის წინ მთლიანი გუნდი ვარჯიშს ხვალ გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]