დანტე: ბარსელონა აგრესიულად შეეცდება ჩვენს დამარცხება

დანტე: ბარსელონა აგრესიულად შეეცდება ჩვენს დამარცხება

მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, დანტე მოახლოებულ მატჩზე საუბრობს, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "კამპ ნოუზე" ადგილობრივი "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს. "ბარსელონა მთლიანად მოტივირებული იქნება ამ მატჩზე, ისინი თავს არ დაზოგავენ ფინალში გასასვლელად. პირველ შეხვედრაში მეორე სართულზე მეტოქე აშკარად დავჩაგრეთ, ხოლო ახლა კი ისინი აგრესიულ თამაშს შეეცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიოზული ჰანდიკაპით ვუგებთ მეტოქეს საფრთხე მაინც არსებობს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მესი? როდესაც ის ბურთს მიიღებს აგრესიულად შეეცდება ჩვენი კარის დალაშქვრას, მე კი ყველანაირად შევეცდები რათა არგენტინელი ვუნდერქინგი გავაჩერო." - დაასრულა დანტემ გერმანულ პრესასტან საუბარში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.