ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

"ბაიერნთან" დაპირისპირების წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.

"გვჯერა, რომ გამარჯვებას შევძლებთ, ეს ჩვენი მოვალეობაა."–განაცხადა ტიტო ვილანოვამ. "ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ჩვენ "ბარსელონა" ვართ, არასდროს ვნებდებით განსაკუთრებით მაშინ, როცა სათამაშო კიდევ 90 წუთი გვაქვს საკუთარ მოედანზე." ვილანოვა დარწუნებულია, რომ ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, მაშინაც კი თუ გუნდი ვერ შეძლებს სასურველი შედეგის ჩვენებას. "იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშებით, მოედანი მაინც ამაყად უნდა დავტოვოთ. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, რათა ჩვენმა კულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ".

"ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, სწორედ ასე შევძლებთ გოლების გატანას". მან ასევე ახსნა, რომ: "არ არის აუცილებელი ანგარიში პირველ ნახევარში გავხსნათ, ბაიერნა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა".

"ბარსელონას" მწვრთნელმა აღიარა "ბაიერნის" შესანიშნავი თამაში "ალიანს არენაზე"."ბაიერნმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მათ ყველა ხელსაყრელი მომენტი გამოიყენეს. ჩვენ ეს მატჩი უნდა წაგვეგო, მაგრამ არა მსგავსი ანგარიშით".

"კამპ ნოუზე" გულშემატკივრები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ. "ჩვენ, შესანიშნავი ქამბექის შესასრულებლად ფანების მხარდაჭერა გვესაჭიროება. "ბაიერნისა" და "ბორუსიას" ფანებმა მოედანზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნეს, რამაც გარკვეულწილად მათი წარმატება განაპირობა."

მენეჯერმა დაადასტურა, რომ მასკერანო ხვალ არ ითამაშებს. "მან ტრავმა ოთხი კვირის წინ მიიღო, თუმცა გამოსაჯანმრთელებლად 6 კვირაა საჭირო, ამიტომ ის ხვალ ვერ დაგვეხმარება." თუმცა მესი თმაშს შეძლებს "მესის კარგ ფორმაში ყოფნა ჩვენს შანსებს ზრდის. მას ძალიან დიდი როლი აკისრია გუნდში, თუმცაჩვენ მასზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ, პირიქით უნდა დავეხმაროთ მას"– დაასრულა ტიტო ვილანოვამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.