პიკე: „თუ კარგად ვითამაშებთ და ბედიც გაგვიღიმებს ყველაფერს შევძლებთ“
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა იციან, თუ რა რთული მატჩი ელით მათ "ბაიერნის" წინააღმდეგ, მაგრამ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შესანიშნავ ქამბექს განახორციელებენ. "ფეხბურთელებს სჯერათ, რომ ქამბექი 100% შესაძლებელია. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით პოზიტიური შეტყობინებებით გაგვემხნევებინა ერთმანეთი. ფეხბურთში ძალიან ბევრია დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე. ჩვენ შეგვწევს იმის ძალა და ნიჭი, რო ეს შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულოთ"–განაცხადა ხერარდ პიკემ.
"ერთადერთი გუნდი რომელსაც შეუძლია "ბაიერნის" შედეგი გააუმჯობესოს "ბარსაა". სწრაფი გოლი ჩვენ მეტ თავდაჯერებულობას შეგვძენს". "ჩვენ უდიდესი ისტორიის მქონე კლუბის ნაწილი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ისტორიის ფურცლებს დავუმატოთ ".
"ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი თავებისა და გულშემატკივრების გამო მოვიგოთ, ისინი ყოველთვის გვერდში გვედგნენ და გვამხნევებდნენ. ჩვენ შევეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ"– განაცხადა "ბარსას" მესამე ნომერმა.
"თუ კარგად ვითამაშებთ და ბედიც გაგვიღიმებს ყველაფერს შევძლებთ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]