პიკე: "ატლეტიკოსთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია"
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, "ატლეტიკოსთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების ბევრ საინტერესო შეკითხვას უპასუხა.
"ატლეტიკოსთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, ვაჩვენოთ კარგი თამაში და მოვიგოთ.
დარწმუნებული ვარ, მოედანზე "ბარსელონას" საუკეთესო ნიმუშს ვიხილავთ. გვინდა, ვაჩვენოთ, რატომ მოვიგეთ ყველა ტიტული და ამას კვლავ ვაკეთებთ.
საკმაოდ თანაბარი დაპირისპირება იქნება, თუმცა ჩვენ უკვე ყველაფერი მოვიგეთ და ვიცით, რომ ფავორიტები ვართ.
დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. ფინალში სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებთ. საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, რადგან ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.
გაფრთხილება არ გვჭირდება. ყოველ წელს ვხედავთ, რომ ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია. ვიცით, რა რთულია მატჩების მოგება. მიუხედავად ამისა, კიდევ შევეცდებით ტრებლის მოგებას. ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ შევეცდებით.
მესი, ნეიმარი და სუარესი სხვა პლანეტიდან არიან. ისინი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ისინი "ბარსაში" თამაშობენ.
ნეიმარი "ბარსელონას" არ დატოვებს. მე მას ვიცნობ. ის არ წავა.
ტერ შტეგენს წასვლის სურვილი არ აქვს. "ბარსა" არაა ის კლუბი, საიდანაც ფეხბურთელებს წასვლა უნდათ. ფეხბურთელებს არ სურთ ამ კლუბის, ქალაქისა და გულშემატკივრების დატოვება".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]