"ბარსელონა" – "ბაიერნი". პრევიუ
"ბარსელონა" – "ბაიერნი"
ბარსელონა, კამპ ნოუ, 22:45, არბიტრი – დამირ სკომინა(სლოვენია)
პირველი მატჩი 0:4
ამ ჩემპიონთა ლიგაში ხშირად წინასწარმეტყველებენ ქამბექებს, მაგრამ ჯერ–ჯერობით მხოლოდ ერთხელ ახდა, ისიც "ბარსელონას" შესრულებით, როდესაც "მილანმა" 0:2 ანგარიშით გაიმარჯვა საკუთარ მოედანზე, თუმცა შემდეგ თამაში 0:4 დათმო ბარსელონაში. ასევე რამდენიმე გუნდი იყო შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოს, მაგალითად: "არსენალი", რომელმაც "ბაიერნი" საპასუხო მატჩში კინაღამ გამოთიშა ასპარეზობას, ასევე იყო "რელაის" შემთხვევაში, მათ "ბორუსიასთან" ორმატჩიანი დუელის მოსაგებად 1 გატანილი ბურთი დააკლდათ.
ევროთასების ისტორიის მანძილზე, 0:4 ანგარიშით წაგების შემდეგ, არცერთი გუნდი არ გასულა შემდეგ ეტაპზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" დიდი გუნდია და ამ გუნდის წევრებს გმირული ქმედებებით კიდევ ერთხელ შეუძლიათ ისტორიაში შესვლა.
მიუხენურმა კლუბმა უკვე გაიფორმა ტიტული ტიტული ბუნდესლიგაში, "ბარსელონას" კი ცოტაღა აკლია ამისთვის. წინა ტურში კატალონიელებმა "ატლეტიკის" წინააღმდეგ ძალების დაზოგვით და ამ მატჩზე ფიქტით გაატარეს.
"ბარსელონას" ტრამვების გამო ვერ დაეხმარებიან კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო, "ბაიერნს კი – ტონი კროოსი და ბატშტუბერი.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ბარსელონა": ვალდესი, ადრიანო, ბარტრა, პიკე, ალვესი, სონგი, ინიესტა, ჩავი, პედრო, სანჩესი, მესი.
"ბაიერნი": ნოიერი, ალაბა, დანტე, ბოატენგი, ლამი, შვაინშტაიგერი, მარტინესი, მიულერი, რიბერი, რობენი, მანჯუკიჩი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]