როსელი პიკესგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

როსელი პიკესგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა პასუხი გასცა ხერარ პიკეს, იტყობინება ესპანური პრესა. 

პიკემ, ”ბაიერნთან” განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობისთვის უკვე დროა დასკვნების გამოტანა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამაზე როსელმა კომენტარი გააკეთა: ”მე არაერთხელ მითქვამს, რომ სიტუაციას მხოლოდ სეზონის ბოლოს ვაფასებ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვკითხოთ პიკეს, თუ რას გულისხმობდა იგი ”გადაწყვეტილებების მიღებაში.” 

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებთან ორი მატჩის ჯამში კატალონიელებმა 7 გოლი გაუშვეს და ვერცერთი ვერ გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.