როსელი: "ბოლო მატჩის შემდეგ პერესთან არ მისაუბრია"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ისაუბრა ურთიერთობაზე, რომელიც მასსა და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შორის არის. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
სანდრო როსელი იტყობინება, რომ მას არ უსაუბრია ფლორენტიო პერესთან ბოლო "კლასიკოს" შემდეგ, რომელიც გიამართა "თეთრებსა" და "ლურჯ–ბროწეულისფერებს" შორის.
"მე არ მისაუბრია პერესთან მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდები ბოლოს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მე ვამჯობინე დუმილი, რადგანაც ბოლოს მომხდარი ინციდენტების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა იდეალური ნამდვილად არ იყო. რა საკვირველია, კლუბის საქმიანობა განისაზღვრება მისი თანამშრომლებით, საპრეზიდენტო და სახელმძღვანელო ორგანოებით. მათ უნდა შეეძლოთ სიტუაციის გაკონტროლება და სწორი გადაწყვეტილების მიღება, რათა შეცდომები არ დაუშვან". დაასრულა სანდრო როსელმა
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]