”ბარსელონამ” ნეიმარს და ტიაგო სილვას დაუმიზნა
”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი უკვე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს შემადგენლობა შემდეგი სეზონისთვის.
კატალონიურ კლუბში აუცილებლად სურთ ორი პოზიციის გაძლიერება: ცენტრალური მცველი და თავდამსხმელი. თავდამსხმელის პოზიციაზე, ”ბარსელონას” თავკაცს, ტიტო ვილანოვას გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მას ყოველთვის მოსწონდა ”სანტოსის” ლიდერი, ნეიმარი. თვითონ ბრაზილიელი ფეხბურთელიც არ მალავს თავის სიმპათიებს კატალონიური გრანდის მიმართ. მან უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.
რაც შეეხება ცენტრალური მცველის პოზიციას, ვილანოვამ ღიად გამოაცხადა, რომ უპირატესობას ფრანგული ”პსჟ-ს” კაპიტანს, ტიაგო სილვას ანიჭებს. მაგრამ ბრაზილიელი მცველის ფასი ძალიან დიდია, კერძოდ კი 40 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ აქამდე კატალონიელთა ხელმძღვანელობა არ მალავდა ინტერესს გერმანელი მცველის, მათს ჰუმელსის მიმართ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]