ლაპორტა "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ფიქრობს
კატალონიის "ბარსელონას" ექს-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კატალონიურ გრანდში დაბრუნება გეგმავს ძველი მოვალეობის და ვალდებულებების შესასრულებლად. იტყობინება, Football Espana.
"ზოგჯერ მე სერიოზულად ვფიქრობ შესაძლო დაბრუნებაზე. მაგრამ მე ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. მე ჯერ უნდა შევაფასო ყურადღების წერტილი ოჯახი და რა თქმა უნდა პროფესიონალიზმი." - განაცხადა ლაპორტამ.
კლუბის ამჟამინდელი ბოსის, სანდრო როსელის სამსახურს კლუბში ლაპორტა ნეგატიურად აფასებს.
"მისი პირველი გადაწყვეტილება კლუბში მოსვლის შემდეგ იოჰან კრუიფის კლუბიდან გაგდება იყო, საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან. შემდეგ კი სარჩელი შეიტანა ჩემი და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ 47 მილიონი ევრო იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვმართავდით კლუბს. მან გაანადგურა ის რაც ჩვენ გავაკეთეთ უდიდესი შრომითა და ძალისხმევით. ყველაფერი კი შეგნებულად შურისძლიებითა და აღშფოთების გამო." - დაასრულა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ლაპორტა კლუბს 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ამ პერიოდის მანძილზე კლუბმა ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. კლუბში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2016 წელს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]