ლაპორტა დაბრუნებას არ გამორიცხავს

ლაპორტა დაბრუნებას არ გამორიცხავს

კატალონიის "ბარსელონას" ექს-პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ შესაძლოა კვლავ ეცადოს "ბლაუგრანას" პრეზიდენტის პოსტის დაკავება. 

"მე ამას არ გამოვრიცხავ. მომხრეების მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ჩემი მოტივაცია დღითიდღე იზრდება. თუმცა, მე ამაზე არ ვფიქრობ. ამჟამად სამსახური მაქვს და დაბრუნება იდეაში არ მაქვს. ცხოვრებაში რაიმე ახალი უნდა შექმნა, წარსულის განმეორება კი რთულია, მაგრამ ოდესღაც მოვა დრო და მე გადაწყვეტილებას მივიღებ." - განაცხადა, ლაპორტამ. 

შეგახსენებთ, რომ ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003-2010 წლებში გახლდათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.