"ბეტისი" და მისი მშვენიერი სტატისტიკა გასვლით მატჩებში

"ბეტისი" და მისი მშვენიერი სტატისტიკა გასვლით მატჩებში

ხვალ, კვირას კატალონიის "ბარსელონას" მომდევნო მეტოქე ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში "ბეტისი" იქნება, მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება (23:00) საათზე. ზედმეტი ხმაურის გარეშე ეს გუნდი მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა გასვლითი მატჩების ფარგლებში მათზე უკეთესი შედეგი მხოლოდ : "ბარსელონას" (12) და მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს (9) "მწვანე-თეთრებმა" კი (7) შეხვედრა. ამის გარდა ისინი მეოთხე საუკეთესო მაჩვენებლით არიან მეტოქის მოედანზე მოპოვებული ქულებით. ისინი მხოლოდ ლა ლიგის ორ გრანდს და მადრიდის "ატლეტიკოს" ჩამორჩებიან. მათ ანგარიშზე - 23 ქულაა. ამდენივე აქვს "რეალ სოსიედადსაც". 

შემტევი გუნდი 

"ბეტისი" პეპე მელა - ეს უშიშარი გუნდია, რომლის შემადგენლობაში ყველაზე მეტად და რიცხობრივად შემტევი ფეხბურთელები თამაშობენ. რუბენ კასტრო და ხორხე მოლინა შეტევის ხაზს წარმოადგენენ, თუ საჭირო გახდა გამთამაშებლებადაც იქცევიან. ცენტრში თამაში კი ფაქტიურად ბენიატზეა აწყობილი. ასეთი სისტემის დამსახურებით ანდალუსიელთა კოლექტივი მესამეა პრიმერაში გასვლით მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით (26). საუკეთესო კვლავ "ბარსელონა" (48) და "რეალია" (32).

მაგრამ აღსანიშნავია, რომ "ბეტისს" ამბიციები ზოგჯერ საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ანდალუსიელებმა შვიდი მატჩი წააგეს და მხოლოდ 2 ფრე ითამაშეს. ამის გარდა 32 გაშვებული გოლით გასვლაზე ისინი ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე მეოთხე გუნდია ამ კუთხით.

"კამპ ნოუ" - წარუმატებელი სტადიონი "ბეტისისთვის"

მანამ სანამ "ბეტისი" ესტუმრება "კამპ ნოუს" შედეგისათვის, რომელიც მათ მისცემს იმის შანსს, რომ მათ გააგრძელონ ბრძოლა ევროპის ლიგის საგზურისათვის (აკლიათ მხოლოდ 4 ქულა). "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სტადიონი "ბეტისისთვის" წარმატების მომტანი ნამდვილად არ არის. ამ უკანასკნელმა "კამპ ნოუზე" ბოლოს გამარჯვება 1997-1998 წლების სეზონში მოიპოვა. მას შემდეგ ანდალუსიელთა აქტივში ორი ფრე და ცხრა მარცხია. ასევე აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასა" და "ბეტისის" მატჩები ყოველთვის შედეგიანი გამოდის ამ დაპირისპირების უკანასკნელ 11 მატჩში საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა. ეს საშუალოდ - 4,3 გოლია მატჩში.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.