პალერმო: "მარადონასი ძალიან მადლობელი ვარ"

პალერმო: "მარადონასი ძალიან მადლობელი ვარ"

"ბოკა ხუნიორსის" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, მარტინ პალერმომ, რომელმაც მოახერხა საბერძნეთთან მატჩში გოლის გატანა, მატჩის შემდეგ აქო და ადიდა არგენტინის მთავარი მწვრთნელი და მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა.

"ეს შესანიშნავი გრძნობაა. დღეს მართლა ძალიან სასიხარულო დღეა. ეს უნიკალურია. მე ნამდვილად მადლობელი ვარ მარადონასი და სხვა დამხმარე მწვრთნელების. მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსების დაცვა–ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან მიხარია. ჩვენი გუნდი აგრძელებს აყვავებას და წარმატებების მიღწევას." ციტირებს პალერმოს სიტყვებს TN.com.ar.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე საათის წინ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში საბერძნეთს დაუპირისპირდა. მარადონას შეგირდებმა რეჰაგელის შეგირდებს 2:0 სძლიეს. ასე და ამგვარად არგენტინის ნაკრების მეტოქე 1/8 ფინალში მექსიკის ნაკრები იქნება.

წყარო: sports.ru 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.