სონგი: "ბარსელონაში" ყველაფერი ისე არ არის, როგორც "არსენალში"
კატალონიის "ბარსელონას" კამერუნელმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა აღიარა, რომ "ბარსელონაში" ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის საკვანძო ფიგურა არ არის და ძირითად შემადგენლობაშიც არ აქვს ადგილი.
"ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. ბევრს სურს "ბარსელონაში" თამაში, ასე რომ მე კარგად ვიცი, რომ გამიმართლდა და ამის საშუალება მომეცა. "ბარსელონაში" ყველაფერი ისე არ არის, როგორც "არსენალში". იქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ "ბარსელონას" ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი. მე არ ვამბობ, რომ "არსენალს" ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავს მაგრამ "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია." - განაცხადა კამერუნელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]