სონგი "არსენალში" არ დაბრუნდება
კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ სონგმა განაცხადა, რომ არ გეგმავს კლუბის დატოვებას და ლონდონის "არსენალში" დაბრუნებას.
"მე ძალიან მომწონდა "არსენალში" თამაში, სადაც შვიდი წელი გავატარე. თუმცა ამჟამად არ ვაპირებ იქ დავბრუნდე, რადგან "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ. კატალონიელებთან კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ოთხი წელი დამრჩა. არ ვიცი, რა მოხდება ოთხი წლის შემდგომ, მაგრამ მე ამჟამად "ბარსაში" ყველაფერი მაკმაყოფილებს." - განაცხადა, კამერუნელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]