ჩემპიონები მოედანს გარეთ ?

ჩემპიონები მოედანს გარეთ ?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კატალონიის "ბარსელონამ" შესაძლოა ლა ლიგის ტიტული ისე მოიგოს, რომ კლუბის ფეხბურთელებს მოედანზე გასვლაც არ დასჭირდეთ. ეს შესაძლოა დღეს ოთხშაბათს მოხდეს იმ შემთხვევაში თუ "რეალი" სახლში ვერ შესძლებს "მალაგას" დამარცხებას ან შაბათს თუ ამის გაკეთებას "კორნელია ელ-პრატზე" ვერ მოახერხებს. თუ "ბლანკოსმა" ორივე შეხვედრა მოიგო მაშინ "ბარსელონა" ჩემპიონის ტიტულის მოგებას "ვისენტე კალდერონზე" შეეცდება. ყველა ვარიანტში კლუბს ტიტულის გასაფორმებლად 2 ქულა სჭირდება.

ორი პრეტენდენტი 


სეზონის ამ სტადიაზე ქვეყნის ჩემპიონობა მხოლოდ "ბარსელონაზეა" დამოკიდებული. და ასეთი რამ პირველადაც არ ხდება. 1991 წელს იოჰან კრუიფის თავკაცობით "ბარსამ" 4 ტიტულიდან პირველი სწორედ ლა ლიგა აღმართა. ეს ყველაფერი "ატლეტიკოს" დამსახურებით მოხდა, რომელმაც "რეალ სოსიედადთან" გასვლაზე (2:1) წააგო. სეზონის დასრულებამდე 4 მატჩი იყო დარჩენილი თუმცა წინა დღეს საინტერესოა, რომ "ბარსელონა" (4:0) დამარცხდა "კადისთან".

ჩემპიონები შესვენებაზე

  
2006 წელს ტიტული გაცილებით ირეალურ სიტუაციაში იქნა მოპოვებული. შესვენებებზე "ბარსელონამ" იცოდა, რომ მათემატიკურად უკვე ჩემპიონი იყო. ამ დროს დასრულდა მეორე შეხვედრა "ვალენსიასა" და "მალიორკას" შორის ბალეარცების გამარჯვება "ბარსას" ჩემპიონობას ნიშნავდა, რომელმაც "სელტას" უმნიშვნელო შეხვედრაში (0:1) მოუგო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.