დღეს შესაძლოა ლა ლიგის ბედი გადაწყდეს

დღეს შესაძლოა ლა ლიგის ბედი გადაწყდეს

2012/2013 წლის ლა ლიგის სეზონის ბედი შესაძლოა დღესვე გადაწყდეს. კატალონიის "ბარსელონა" ქვეყნის ჩემპიონის 22-ე ტიტულის მოგებას იმ შემთხვევაში გაიფორმებს თუ დღეს მადრიდის "რეალი" ვერ შესძლებს გამარჯვებას "კორნელია-ელ-პრატზე". ერთი სიტყვით "ესპანიოლის" გამარჯვება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ტრიუმფს ნიშნავს. 

"ბლანკოსის" მოგების შემთხვევაში კი "ბარსას" ყველა ვარიანტში ექნება მორიგი შანსი კვირას. ვარიანტი კი მხოლოდ 3 ქულის აღებაში მდგომარეობს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ხვალინდელ მატჩში.

 
ჩემპიონები 11 მაისს ?


თუ ლა ლიგისთვის ბრძოლა შაბათს ანუ დღეს დასრულდება, "ბარსა" მესამედ შესძლებს ტიტულის გაფორმებას ჩატარებული შეხვედრის გარეშე და მეორედ 11 მაისს. ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა როდესაც "ბარსელონამ" (1:1) ითამაშა "ლევანტეს" წინააღმდეგ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.