"ბარსელონა" ტიაგო სილვას სანაცვლოდ თანხას და პედროს ჩამოდის

"ბარსელონა" ტიაგო სილვას სანაცვლოდ თანხას და პედროს ჩამოდის

გავლენიანი ესპანური გამოცემა Cadena Cope იტყობინება, რომ კატალონიური "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" მცველის ტიაგო სილვას შეძენას. 

ესპანური პრესის ინფორმაციის თანახმად გავრცელდა, რომ "ბარსელონა" ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე ფრანგულ კლუბს კონკრეტული შეთავაზებით უახლოეს მომავალში მიმართავს. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს ტიაგო სილვას არა ნაკლებ 45 მილიონ ევროდ შეელიონ, თუმცა "ბარსელონას" საკუთარი გეგმა აქვს, რომლის შეთავაზებას "პსჟ"-ს ხელმძღვანელობაზე აპირებს. 

აღნიშნული თანხის გარდა "ბარსელონა" ფრანგებს ესპანელ თავდამსხმელს პედრო როდრიგესსაც შესთავაზებს, ყოველივე ამის შემდეგ თავდამსხმელის გასხვისებით კლუბს გაცილებით ნაკლები გასავალი ექნება და ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი "კამპ ნოუზე" თამაშისა. "ბარსელონასათვის" მეორე პრიორიტეტული ვარიანტი ამ პოზიციაზე კი გერმანელი მატს ჰუმელსია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.