ხერარდ პიკედან "პიკენბაუერამდე"

ხერარდ პიკედან "პიკენბაუერამდე"

"პეკენბაუერი" - ეს ის მეტსახელია, რომლითაც კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის ძირითად მცველს ხერარდ პიკეს მოიხსენიებენ. მან "ბარსელონაში" უკვე ბევრი რამ დაამტკიცა. პიკე გვარდიოლას ეპოქის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და ამ სტატუსით კლუბში მისი წასვლის შემდეგაც არის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პიკე უდიდესი აკადემიის "ლა მასიის" 1987 წლის თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმნილებაა. იგი "მანჩესტერ იუნაიტედშიც"  იმყოფებოდა, ასევე "რეალ სარაგოსაშიც" თუმცა დიდ წარმატებებს, დიდ გამოწვევებს და დიდ პოპულარობას სწორედ მშობლიურ კლუბში "ბარსელონაში" მიაღწია.

ესპანელი ფეხბურთელის ნიჭი და ტალანტი სწორედ ხოსეპ გვარდიოლამ აღმოაჩინა და მიუხედავად სარისკო გადაწყვეტილებისა ფეხბურთელი "ბარსელონაში" დააბრუნა მაშინ არავინ იცოდა, რომ "ბარსელონაში" ოქროს წლები და დაუვიწყარი პერიოდი იწყებოდა პიკეც სწორედ ამ დაუვიწყარი 4 წელიწადისა და დიდი მიღწევების მონაწილე გახდა, რომელმაც დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.



"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, არასოდეს მიფიქრია კვლავ "ბარსელონაში" თამაშზე, მაგრამ ეს ძალიან კარგია ჩემთვის. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია და იქ რამდენიმე ტიტულის მოგებაც მოვახერხე, ხოლო მსოფლიო კლასისი ფეხბურთელებთან თამაში ძალიან დამეხმარა განვითარებაში, ახლა კი მინდა ეს "ბარსელონაში" გავაგრძელო.” - ხერარდის პირველი სიტყვები "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ.

პიკეს სიტყვებიდან ერთი წლის თავზე პიკემ და ბარსელონამ ექვსი ტიტულის მოგება შეძლეს და ამ რეკორდში მან დიდი წვლილი შეიტანა. მან რამდენიმე გოლის გატანაც მოახერხა და აქედან ორია აღსანიშნავი, ერთი 2009 წლის 2 მაისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" კარში გატანილი გოლი და მეორე, ინტერის კარში გატანილი ძალიან ეფექტური გოლი რომელშიც ბარსელონამ "კამპ ნოუზე" 1:0 გაიმარჯვა.

დღესდღეობით ბევრი აკრიტიკებს ესპანელ ფეხბურთელს იგი უკანასკნელ პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება მისი ცუდი თამაშის გამო. მაგრამ ფეხბურთელის კლუბში ბოლომდე სჯერათ და მას უდიდეს მხარდაჭერას უცხადებენ.  



ახლა კი გთავაზობთ ძალიან საინტერესო ისტორიას პიკეს წიგნიდან, რომელსაც თავად ფეხბურთელი გვიამბობს: "ყოველთვის გასახდელის გული ვიყავი არა აქვს მნიშვნელობა ვთამაშობდი ბარსელონაში თუ სკოლის გუნდში. ვფიქრობ ყველა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ატმოსფერო, იმიტომ რომ ფეხბურთელები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ერთად.

იმისთვის რომ თამაშისთვის კარგ განწყობაზე ვიყოთ გუნდის "ყველაზე მხიარულები" საფეხბურთო ცხოვრებიდან კურიოზებს იხსენებენ, სხვები კი ცდილობენ ერთმანეთს ეხუმრონ. მე საკუთარ თავს ბოლოს მივაწერდი. თუ გუნდელებთან კარგი ურთიერთობა გაქვს ზოგიერთი ხუმრობა შეიძლება ძალიან სასაცილო გამოვიდეს." - ამბობს ფეხბურთელი.

 

ალბათ არავისთვის არ არის უცხო, რომ კლუბში პიკეს და სესკ ფაბრეგასს იდეალური ურთიერთობა აქვთ და მათი ხუმრობები ყველასათვის ცნობილია. 

"თავში ორი კურიოზი მომდის, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ერთ-ერთი ესპანეთის ნაკრებში მოხდა. ფურია როხას ოფიციალურ სპორტულ ქალაქში ვიმყოფებოდი. მე და პუი ყოველდღე ვაკვირდებოდით სესკს რომელიც ჭამის შემდეგ ყოველთვის სვამდა "აქტიმელს". გადავწყვითეთ გვეხუმრა. სამედიცინო დახმარების ოთახში ვნახეთ ნემსი და კმაყოფილები გავემართეთ სასტუმრო ოთახისკენ. ჩვენი ჩანაფიქრი ძალიან უბრალო იყო - ნემსის დახმარებით ბოთლიდან უნდა ამოგვეღო იოგურტი და კარტოფილის პიურეთი შეგვეცვალა. რაც წარმატებით გავაკეთეთ. როცა ჭამის დრო მოვიდა სესკმა მთხოვა, რომ მისთვის "აქტიმელი" წამომეღო, რა თქმა უნდა წამოვიღე ის ბოთლი რომელზედაცც მე და პუიმ ვიმაიმუნეთ. უნდა გენახათ საცოდავი სესკის სახე, ყველა ვინც მაგიდასთან იყო სიცილით მოკვდა. კიდვ ერთი ხუმრობა რომელსაც არასდროს დავივიწყებ, იყო ბარსელონაში, წერილი გავხსენი რომლებსაც ფეხბურთელები სპორტულ ბანაკში ვღებულობთ, წერილი ერთი კაცისგან იყო რომელიც წერდა, რომ მე საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მსოფლიოში და რომ ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. წერილის ბოლოს ეწერა რომ ამ კაცს მიუღია შეტყობინება სადაც ეწერა რომ "აუდი" გუნდის ყველა წევრს მანქანას აჩუქებდა, და ის მთხოვდა რომ მე მისთვის ჩემი მანქანა მეჩუქებინა, გამიკვირდა როგორ შეიძლება რომ ადამიანმა მთხოვოს ვაჩუქო მანქანა, თუკი ის თვალითაც არ მინახავს."



ფეხბურთელი ასევე ძალიან სახალისო შემთხვევას იხსენებს, რომელიც ისევ კლუბში მოხდა. 

"მაგრამ ეს თემას არ ეხება. როცა ჟორკერამ წერილი წაიკითხა მითხრა, რომ ზუსტად იგივე შეტყობინება მიიღო, იმავე ადამიანისგან რომელიც მასაც წერდა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და თხოვდა მისთვის მანქანა ეჩუქებინა.
წერილის ბოლოს ტელეფონის ნომერი იყო, მობილური ავიღე და დავრეკე. არავინ მიპასუხა და ხმოვანი ფოსტა ჩაირთო, შეტყობინება დავუტოვე: " გამარჯობა მე ხავი ვარ "ბარსადან" შენი წერილი მივიღე ხვალ 12 საათზე მოდი და მანქანას გაჩუქებთ. ადიოს!" ტელეფონი გავთიშე და ამით ხუმრობა დასულდა. მეორე დღეს ვარჯიშის შემდეგ, როცა აბაზანას ვღებულობდით გასახდელში ვიღაც შემოვიდა და გვითხრა, რომ ხავის ვინმე ჟორდის ელოდება. ხავიმ თქვა რომ არანაირ ჟორდის არ იცნობს, მაგრამ თხოვა დალოდებოდა. ამ მომენტში ჟორკეკა მიხვდა, რომ ჟორდი წერილის ავტორი იქნებოდა რომელსაც ჩვენ შეტყობინება დავუტოვეთ. წარმოვიდგინე ხავი, რომელიც არაფრის აზრზე არ არის ელაპარაკება ჟორდის. სიცილით გავიგუდე. ნახევარი საათის შემდეგ გასახდელში გაგიჟებული ხავი შემოვიდა და გვითხრა: " ეს ტიპი მგონი სრულ ჭკუაზე არ არისო, მანქანის წასაყვანად მოვიდა რომ ვკითხე რა მანქანა თქო მიპასუხა შენიო, გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ მე ის მოვიგეო". რომ მახსენდება როგორ გვიხსნიდა ამ ყველაფერს ხავი ახლაც ცუდად ვხდები სიცილისგან, ბოლოს ჟორკერამ და მე ვერ მოვითმინეთ და გაკვირვებულ ხავის ყველაფერი მოვუყევით."


ეს ჟერარდ პიკე ბერნაბეუა, იგივე "პიკენბაუერი", რომელიც გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებს ისევე როგორც მისი თამაშით და ბევრი სახალისო მომენტით... 

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=3Zg1RhCqGOw]

 
[media=http://www.youtube.com/watch?v=Ozrg8D-pbfc]

 
                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=v_ZLC0ExJUo] 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის  
ჯერემი რენერი 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.