ალბა: "ბარსელონამ" ამ სეზონში კარგად ითამაშა და საუკეთესოდაც რჩება"
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში კარგი თამაში აჩვენა და არ დაცემულა. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" ძალიან ახლოს არიან მორიგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან.
"მე ვთვლი, რომ ჩვენ კარგი სეზონი გამოგვივიდა. შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდი საჭირო სიმაღლეზე არ იმყოფებოდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უძლიერეს მეტოქეს შევხვდით, რომელიც თავის ოპტიმალურ ფორმაში უკვე იმყოფებოდა. მე ვფიქრობ, რომ ესპანეთის ჩემპიონის სახელის ღირებულება გარკვეულწილად შემცირდა. მაგრამ "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდად რჩება." - დაასრულა ალბამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]