ჰუმელსი ”ბორუსიას” მხოლოდ ”ბარსელონაში” გაცვლის
დორტმუნდის ”ბორუსიის” ცენტრალურმა მცველმა, მათს ჰუმელსმა განაცხადა, რომ ზაფხულში იგი ან კატალონიურ გრანდში გადაბარგდება, ან თამაშს დორტმუნდის მაისურით განაგრძობს.
ფეხბურთელმა ამის შესახებ უკვე უთხრა თავის აგენტს და ასევე ”ბორუსიის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს. შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს ”ბარსელონას” გარდა, კიდევ ”ბაიერნს” უკავშირებდნენ. მიუნხენელებმა კი უკვე ოფიციალურად გაიფორმეს დორტმუნდელების ერთ-ერთი მთავარი პერსონა, მარიო გიოტცე და მათ კიდევ ”ბორუსისს” პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი სურთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]