“ატლეტიკო”-“ბარსელონა” - პრევიუ
დღეს, 21 საათზე, "ვისენტე კალდერონზე”, ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო” და კატალონიის "ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
კატალონიელების ლიდერი ლეო მესი სათამაშოდ მზადაა, რაც "ბარსელონას” მთავრმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამაც დაადასტურა პრესკონფერენციაზე. მიუხედავად ლეოს ტრავმისა "ბარსას” ფეხბურთელებმა უკანასკნელი ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგეს. რაც შეეხება ლეო მესის, ლა ლიგის 31 შეხვედრაში არგენტინელმა 46 გოლი გაიტანა და 14 გოლის გატანაში მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელ შეხვედრაში ლეო მესიმ 35 წუთში 2 გოლი გაიტანა. მიუხედავად "ბაიერნის” წინააღმდეგ ნაჩვენები ცუდი თამაშისა ლეო კვლავ ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ფეხბურთელია.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს. როგორც ცნობილი გახდა დღევანდელ შეხვედრას ტრავმების გამო დააკლდებიან ერიკ აბიდალი და ვიქტორ ვალდესი, მასკერანო კი ვარჯიშს პირველად დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც, პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩში ტრავმა მიიღო. თუმცა მისი თამაში მადრიდელთა წინააღმდეგ კვლავ საეჭვოა.
ვალდსის არყოფნაში კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს, მის ადგილს სათადარიგოთა სკამზე კი "ბარსა ბ”-ს მეკარე ხორდი მასიპი დაიკავებს. დანი ალვესი მისთვის ჩვეულ ადგილს მარჯვენა მცველის პოზიციას დაიკავებს, ცენტრში კი პიკე-ბარტრას წყვილი ითამაშებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დღეს ალბა დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს ეს მისი 26-ე შეხვედრა იქნება "ბლაუგრანას” მაისურით ლა ლიგაზე.
მიუხედავად, იმისა, რომ ბუსკეტსმა ტრავმა მოიშუშა საეჭვოა ტიტომ გარისკვა გაბედოს, ამას ემატება ისიც, რომ უკანასკნელი თამაშებია კამერუნელი ფეხბურთელი - ალექს სონგი საკმაოდ კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. რაც შეეხება ჩავისა და ინიესტას, მათ ლა ლიგის უკანასკნელ შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა "ბეტისის” წინააღმდეგ და ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს, ამიტომ ფაბრეგასსა და ტიაგოს კვლავ სათადარიგოთა სკამზე მოუწევთ ყოფნა.
როგროც უკვე აღვნიშნე ლეო მზადაა სათამაშოდ, ასევე საკმაოდ კარგ ფორმაშია სანჩესი, რომელმაც უკანაკნელ 5 შეხვედრაში 4 გოლისა და 5 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო. რაც შეეხება პედროს, მან ახლახანს მოიშუშა ტრავმა და მისი ძირითადში თამაში საეჭვოა. დღეს საღამოს გადაწყდება ვის ათამაშებს ტიტო ვილიას თუ ტელიოს.
უკანასკნელი შეხვედრები:
"ბარსელონა”:
მმწფწმ
"ატლეტიკო”:
მმწმფმ
უკანასკნელი დაპირისპირება:
"ბარსელონა” 4-1 "ატლეტიკო” 16 დეკემბერი, 2012. ლა ლიგა
ფალკაომ სტუმრები 31-ე წუთზე წინ გაიყვანა, თუმცა 5 წუთში ადრიანომ გაათანაბრა, პირველი ნახევრის მიწურულს კი ბუსკეტსმა კატალონიელები წინა გაიყვანა. მეორე ნახევარში ლეო მესიმ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სავარაუდო შემადგენლობა:
"ბარსელონა”: პინტო, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, სონგი, ჩავი, ინიესტა, მესი, სანჩესი, ტელიო
"ატლეტიკო”: კორტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფელიპე ლუისი, გაბი, გარსია, კოკე, დიეგო კოსტა, ტურანი, ფალკაო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]