"ატლეტიკო" - "ბარსელონა". მესი სათამაშოდ მზად არის

"ატლეტიკო" - "ბარსელონა". მესი სათამაშოდ მზად არის

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ ანდრეს მესი ლა ლიგის 35-ე ტურში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩის სათამაშოდ სრულიად მზად არის. ეს ყველაფერი დღეს "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ განაცხადა. 

"მესიმ კარგი სავარჯიშო კვირა ჩაატარა. მან კარგ დონეზე ივარჯიშა. ამ მომენტისათვის შემიძლია ვთქვა, რომ ის შესძლებს მატჩში მონაწილეობის მიღებას." - განაცხადა ვილანოვამ. 

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" - "ბარსელონას" დაპირისპირება კვირას მადრიდში გაიმართება. შეხვედრა "ვისენტე კალდერონზე" 21 საათზე დაიწყება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.