დეულოფეუმ ”ბარსელონასთან” 2017 წლამდე გაახანგრძლივა
”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ჟერარ დეულოფეუმ, რომელიც მიმდინარე სეზონში ”ბარსა ბ-ს” ღირსებას იცავდა, ესპანეთის ჩემპიონთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
მოთამაშის სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს. დეულოფეუ ოფიციალურად კონტრაქტს ხელს ოთხშაბათს მოაწერს. ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სულ 35 მატჩი ჩაატარა. აქედან 31-ში იგი ”ბარსა ბ"-ს ღირსებას იცავდა, ხოლო დარჩენილ ოთხში - ”ბარსელონას” პირველი გუნდის. 19 წლის თავდამსხმელი სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია (18 გოლი) და იგი ”ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელის, ეუსებიო საკრისტიანის უმნიშვენლოვანეს ფეხბურთელად ითვლება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]