”მონაკო” ვალდესში 10 მილიონ ევროს იხდის
”მონაკო” ”ბარსელონას” ოფიციალურ შეთავაზებას უმზადებს. ფრანგული კლუბი მზადაა ვიქტორ ვალდესში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება El Mundo Deportivo. როგორც უკვე ცნობილია, ვალდესმა ოფიციალურად უარყო ”ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება. ”ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას სურს გაიგოს თუ რატომ მიიღო ვიქტორმა ეს გადაწყვეტილება, თუმა ერთადერთი მიზეზი რაც პრესაში სახელდება არის ის, რომ ესპანეთის ნაკრების წევრს სხვა სტილის ”გასინჯვა” სურს.
ზოგიერთი ესპანური გამოცემის თანახმად, ვიქტორ ვალდესი უკვე ოფიციალურად დაეთანხმა ”მონაკოს” შეთავაზებას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]