ჩავი: ”ნეიმარი ”ბარსელონაში” ათამაშდება”

ჩავი: ”ნეიმარი ”ბარსელონაში” ათამაშდება”

კატალონიური კლუბის ვიცე-კაპიტანი, ჩავი ერნანდესი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიური ფეხბურთელის ამომავალი ვარსკვლავი შესძლებს ”ბარსელონაში” ათამაშებას. 

21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელად ითვლება.  მის მოსაპოვებლად მთავარ ფავორიტად კი ”ბარსელონა” ითვლება, რადგან თავად ნეიმარს სურს კატალონიაში გადმობარგება.

ასეთ მოთამაშეებს ნებისმიერი კლუბში შეუძლიათ ათამაშება, თუმცა ფეხბურთელის ყიდვის გადაწყვეტილებას კლუბის სხვა წარმომადგენლები იღებენ. ვინც არ უნდა მოვიდეს კლუბში, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ მას თბილად შევეგებებით.”

”რაც შეეხება თავად ნეიმარს, იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მასში არის რაღაც განსაკუთრებული. მისი საფეხბურთო არსენალი უსაზღვროა, მეტოქის მოსატყუებლად უამრავი გზა აქვს და რაც მთავარია, იგი შესანიშნავად თამაშობს მეტოქის კარის სიახლოვეს. ნეიმარი აუცილებლად დატოვებს თავის სახელს მსოფლიო ფეხბურთში.” - განაცხადა ჩავიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.