პსჟ ნეიმარს 40-მილიონიან ხელფასს სთავაზობს
"ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარი 2017 წელს "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება. ამ ინფორმაციას ბრაზილიური UOL Esporte ავრცელებს.
ბრაზილიელი ჟურნალისტების ცნობით, პარიზელები ნეიმარის გაორმაგებულ, წელიწადში 50 მილიონ ევრომდე ანაზღაურებას სთავზობენ (40 მილიონი - ხელფასი, 10 მილიონი - ბონუსები).
პსჟ-ს ბრაზილიელი ფეხბურთელები მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ლუკას მოურა და მაქსველი 24 წლის ფეხბურთელის პარიზულ კლუბში გადასვლაში დარწმუნებას შეეცდებიან.
ფეხბურთელის მამა მიიჩნევს, რომ ნეიმარს შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ამისათვის კი ის "ბარსელონადან" უნდა წავიდეს, რადგან კატალონიურ კლუბში ლიონელ მესის ჩრდილში იმყოფება.
მხარეებმა მოლაპარაკებები 2 კვირის წინ იბიცაზე გამართეს. მოლაპარაკებებს პსჟ-ს მხრიდან პირადად პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ესწრებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]