ლეონარდო: "ტიაგო სილვა პსჟ-ში დარჩება"

ლეონარდო: "ტიაგო სილვა პსჟ-ში დარჩება"

როგორც მოგეხსენებათ ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დატოვებს კლუბს და სათავეში მადრიდის "რეალს" ჩაუდგება და ასევე გუნდიდან ამ ზაფხულს ტიაგო სილვაც და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დატოვებენ.

"იმ შემთხვევაში, თუ კარლო ანჩელოტი დატოვებს გუნდს მაშინ ტიაგო სილვა და იბრაჰიმოვიჩი კლუბში აუცილებლად დარჩებიან. მე ამას აბსოლიტურად რეალურად ვაცხადებ. რაც შეეხება ანჩელოტის, მას ნამდვილად აქვს შემოთავაზება "რეალისგან", თუმცა იმედი გვაქვს ყველას, რომ იგი არ დატოვებს "პსჟ-ს" და კვლავ განაგრძობს ჩვენთან მუშაობას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანჩელოტი შევინარჩუნოთ, თუმცა არ ვაპირებთ მასთან ურთიერთობის გაფუჭებას".

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვას მიმართ ინტერესს ამჟამად კატალონიის "ბარსელონა" იჩენს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ესპანელები ბრაზილიელში მზად არიან 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.