პსჟ-ს პრეზიდენტი: "სილვა კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "სილვა კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება"

პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფმა განაცახდა, რომ გუნდის შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩებიან კლუბში.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა პსჟ-ში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩებიან". - ციტირებს მის იტყვებს ცნობილი გამოცემა Goal.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ცენტრალური მცველით ამჟამად დაინტერესებულნი არიან "ბარსელონას" ხელმძღვანელები, რომლებიც აღნიშნული ფეხბურთელის შეძენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებენ მისთვის ბრძოლას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.