რაული: „ბარსელონამ“ ჩემი გადაბირება ორჯერ სცადა“
"რეალ მადრიდის" ლეგენდამ აღიარა, რომ მას ორჯერ ჰქონდა შანსი კატალონიურ კლუბში გადმოსვლისა, თუმცა ფეხბურთელმა ორივე უარყო, რადგან არ სურდა მადრიდელების უშუალო მეტოქე გამხდარიყო.
მას შემდეგ რაც 1994 წელს "ატლეტიკო" დატოვა ესპანელი თავდამსხმელი "რეალში" გადაბარგდა და კარიერის დიდი ნაწილი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაატარა.
"ბარსელონამ" ჩემს მიმართ ინტერესი ორჯერ გამოამჟღავნა, მაგრამ მე არასდროს ვითამაშებ "ბარსელონაში", რადგან ნამდვილი "მადრიდისტა" ვარ"– განაცხადა რაულმა "World Soccer–თან” საუბრისას. "მე მადრიდელი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი ნათესავებიც."
"რეალიდან" ჩემი წასვლა მოურინიოს არ უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება პორტუგალიელის გუნდში მოსვლამდე მივიღე".
რაულ გონსალეს ბლანკო "რეალ მადრიდში" 1994 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, მან 700ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა "რეალის" მასიურით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]