რაული "ბარსელონაში"?
მადრიდის "რეალისა" და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო არ გამორიცხავს, რომ მან მუშაობა კატალონიის "ბარსელონაში" დაიწყოს.
"ვიმუშავებდი თუ არა "ბარსელონაში"? პირველ რიგში, "რეალში" დაბრუნება მინდა, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო იქნება. თუმცა, ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა "არასდროს".
გულშემატკივრები თვლიან, რომ ბოლო დროს, "ბარსელონას" მიმართ ჩემი გამონათქვამები ზედმეტად ლმობიერია. მე "რეალში" 17 წელი გავატარე და ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს იმაში, რომ მადრიდისტა ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა. როდესაც საქმე კონკრეტული მატჩის ანალიზს ეხება და კატალონიელებმა კარგად ითამაშეს, არ შეიძლება ეს არ ვაღიაროთ." - ციტირებს რაულის სიტყვებს Sport.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]