მესის მამა: "ჩემი შვილი ლიბერტატორესის თასის ფინალში არ ითამაშებს"
ხორხე მესიმ განაცხადა, რომ თუ "ნიუელს ოლდ ბოისი" ლიბერტატორესის თასის ფინალში გავა, მისი ვაჟი ამ გუნდის სახელით არ ითამაშებს – იტყობინება სამხრეთ ამერიკული მედია.
საქმე ისაა, რომ CONMEBOL (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფერედაცია) შემდეგ ეტაპზე გასულ გუნდებს განაცხადის შეცვლის ნებას რთავს. "ოლდ ბოისმა", საიდანაც მესი "ბარსელონაში" გადავიდა, პირველი მატჩი "ბოკა ხუნიორსთან" უგოლო ფრე ითამაშა.
"არ მინდა, რომ ლეომ "ნიუელს ოლდ ბოისისთვის" ითამაშოს, ეს უბრალოდ გაუმართლებელია." – განაცხადა მესის მამამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]