Marca: "ბარსელონამ" ნეიმარისთვის ბრძოლა მოიგო

Marca: "ბარსელონამ" ნეიმარისთვის ბრძოლა მოიგო

ახლად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი "ბარსელონაში" გადადის. კატალონიელთა კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს ნეიმართან და იგი სულ ცოტა ხანში შეუერთდება "ბარსელონას".

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას ახალი ინფორმაციით 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ. წყარო ასევე გვამცნობს, რომ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ნეიმარის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდება. ახალგაზრდა ვარსკვლავი "ბარსელონასთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება კი წლიურად 7 მილიონი ევრო იქნება. "ბარსას" ხელმძღვანელობას ნეიმარის ოფიციალურად წარდგენა ამ კვირაში სურთ ან "ესპანიოლთნ" შეხვედრის შემდგომ, ორშაბათ დღეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს "სანტოს" ნეიმარის თაობაზე მადრიდის "რეალმა" და "ბარსელონამ", რის შემდგომაც თავად ნეიმარმა განაცხადა, რომ იგი დაფიქრდებოდა ამ შემოთავაზებებზე და მის ოჯახთან ერთად მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია ნეიმარმა კატალონიური გრანდი არჩია და მისი ტრანსფერი "ბარსელონაში" უკვე გადაწყვეტილია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.