როურა: "დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია"

როურა: "დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია"

როურამ ჟურნალისტებთან კვირას გასმართ დერბიზე ისაუბრა. ჟორდიმ კონფერენცია "ესპანიოლის" მცველის ვიქტორ ალვარესის გამხვნევებით დაიწყო, რომელსაც ხუთშაბათს წარმატებით ჩაუტარდა გულის ოპერაცია, ამის შემდეგ კი როურამ მატჩის გაანალიზება დაიწყო: "ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. კატალონიური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია, "კორნელა ელ პრატზე" თამაში კი საკმაოდ ძნელია".

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ტიტიო ვილანოვა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებს თვალყურს. როურამ კი განაცხადა: "მე უდიდეს პასუხიმგებლობას ვგრძნობ მისი არყოფნისას. ვეცადე მთავრი მწვრთნელის არწოფნას დიდი ეფექტი არ მოეხდინა ჩვენზე და ფეხბურთელებზე".

როურამ ტრავმირებულთა პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება. კარლეს პუიოლზე მან თქვა: "სეზონი თითქმის დამთავრდა ჩვენ კი გვინდა, რომ კარლესი ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს". დანი ალვესის საკითხზე კი განაცხადა: "ის თავს კარგად გრძნობს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.