"ბარსელონას" ბარტრასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველისთვის, მარკ ბარტრასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. შეგახსენებთ, რომ ბარტრას ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2014 წლის ივნისში ეწურება.
მიუხედავად იმისა, რომ მარკ ბარტრამ პირველი გუნდის მაისურით ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა (8 ესპანეთის ჩემპიონატში, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ესპანეთის თასზე) "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ სურს გაახანგრძლივოს კონტრაქტი ახალგაზრდა ფეხბურთელთან. RAC1-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" 22 წლის მცველს ოთხ წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და კლუბი ახლა ბარტრასგან პასუხს ელოდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, კლუბი შეინარჩუნებს ერთ ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]