SPORT : "ბარსელონა" ბარტრას გასაყიდად მზადაა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველისთვის, მარკ ბარტრასთვის, მას შემდეგ, რაც, პირველი გუნდის წევრი გახდა, ყველაზე რთული მიმდინარე სეზონი აღმოჩნდა. კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ესპანელს სათამაშო დროს პრაქტიკულად არ აძლევს და სავარაუდოდ "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებს.
"ბარსელონა" ბარტრას გასაყიდად მზადაა და ფეხბურთელის გამოსასყიდად 12 მილიონ ევროს ითხოვს, იუწყება ესპანური გამოცემა SPORT–ი. ბარტრას გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით ბევრად მაღალი, 50 მილიონი ევროა, ხოლო კონტრაქტის ამოწურვის თარიღი 2017 წელია.
წყაროს ცნობით 25 წლის მცველის შეძენით "ფიორენტინა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "პორტო" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]