ზიკო: "არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ ნეიმარი და მესი გუნდისთვის ითამაშებენ"

ზიკო: "არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ ნეიმარი და მესი გუნდისთვის ითამაშებენ"

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ თავისი კომენტარი დააფიქსირა ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით. "ნეიმარი დაუპირისპირდება ისეთ მეტოქეებს, რომელთა მსგავსიც მას ბრაზილიაში არ შეხვედრია. ბევრი ამბობს, რომ ნეიმარის თამაში ეროვნულ ნაკრებში არ არის კარგი. მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის გუნდებთან თამაში მისთვის სულ სხვა იქნება. ეს იქნება გაცილებით რთული, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მას პროგრესში. ამასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მისი თამაში უფრო მეტად ფანტასტიური გახდება".

რაც შეეხება ლიონელ მესისა და ნეიმარის ერთად თამაშს, ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელმა ლეგენდამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თუ ორივე მათგანი ითამაშებს "ბარსელონასთვის" მაშინ მათ არანაირი პრობლემა არ ექნებათ. თუ მათ თავიანთი ინტერესები კლუბზე მაღლა დააყენეს, მაშინ სარგებელი აღარ იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამე არ მოხდება". - დაასრულა ზიკომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.