სილვინიო: "მოხარული ვარ, რომ ნეიმარს "ბარსას" მაისურში ვხედავ"
"ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, სილვინიომ ნეიმარის კატალონიურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. "ნეიმარმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. "ბარსა" არის საოცარი გუნდი. ნეიმარისთვის ვერ იქნება სხვა ისეთი კარგი კლუბი, როგორიც არის "ბარსელონა". ყველა ფეხბურთელისთვის დიდი ოცნებაა მოირგოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისური და მოხარული ვარ, რომ ნეიმარს "ბარსას" მაისურში ვხედავ". - ამბობს სილვინიო.
"ის არის დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი. ის ასევე ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია, მას გოლის გატანის საოცარი ალღო გააჩნია. "ბარსელონაში" იგი უფრო ბევრად გაუმჯობესდება და ამისთვის მას ყველა გაუწევს დახმარებას".
რაც შეეხება ნეიმარის და მესის ერთად თამაშზე, სილვინიომ ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს არის უბრალოდ სულელური განხილვა, რადგანაც ნეიმარი არის ძალიან კარგი ბიჭი, ლეო კი ძალიან მომხიბლავი თავისი გენიალური თამაშით. ის მივიდა "ბარსელონაში" რათა დაეხმაროს გუნდს და მე ვფიქრობ არანაირი პრობლემა ამ ორ ფეხბურთელს შორის არ იქნება. "ბარსელონაში" თამაშობენ მსოფლიოს ვარსკვლავები. ლიონელ მესი, რომელიც მართლაც მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებზე. ნეიმარს კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის". - დაასრულა მან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]