კრუიფი ტიტოს წასვლას ურჩევს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი ტიტოს გადადგომისკენ მოუწოდებს და ურჩევს მთელი ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობაზე გადიტანოს.
ტიტო ვილანოვას ოპერაცია 2011 წელს გაუკეთეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტიტო ამ სეზონზშიც ვერ დაეხმარა გუნდს ბოლომდე, მან რამდენიმე თვე გუნდისგან შორს გაატარა.
ვილანოვა "ბარსას" სათადარიგოთა სკამს აპრილში დაუბრუნდა, თუმცა კრუიფს მიაჩნია, რომ მწვრთნელისთვის საუკეთესო გამოსავალი დროებით სამწვრთნელო კარიერის შეჩერება იქნება.
"ასეთ მდგომარეობაში მწვრთნელობა მიზანშეწონილი არაა. მეც გადავიტანე გულის ოპერაცია ".
"ტიტოს ვურჩევდი, რომ ჯერ საკუთარი თავისთვის მიეხედა, რადგან ის არაა ისეთი ძლიერი და გამოცდილი, როგორც გუარდიოლა იყო".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]