ნეიმარის დებიუტი შესაძლოა "სანტოსის" წინააღმდეგ შედგეს

ნეიმარის დებიუტი შესაძლოა "სანტოსის" წინააღმდეგ შედგეს

"ბარსელონა" "სანტოსთან" გასამართ ამხანაგურ შეხვედრაზე დათანხმდა.

თუკი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბს ნებას დართავს, თამაში 2 აგვისტოს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "სანტოსს" ბრაზილიის ჩემპიონატში "ინტერნაციონალისა" და "ნაუკიტოს" წინააღმდეგ გასამართი აქვს 2 შეხვედრა 31 ივლისს და 4 აგვისტოს, ამიტომაც ერთ-ერთი შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.
თავის მხრივ "ბარსელონას" არ შეუძლია "სანტოსთან" ამხანაგური შეხვედრა სხვა დროს ჩაატაროს, რადგანაც კლუბს ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს. 3-5 აგვისტოს ბლაუგრანა პალესტინასა და ისრაელში იქნება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლუბები ნეიმარტან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს, მხარეები 2 ამხანაგური მატჩს გამართვაზე შეთნხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს დღეს ოფიციალურად წარადგენენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.