მარადონა:"ოქროს ბურთი" საუკეთესომ მოიგო"

მარადონა:"ოქროს ბურთი" საუკეთესომ მოიგო"

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა მიიჩნევს, რომ ოქროს "ბურთი" სამართლიანად მოიგო მისმა თანამემაულემ, ლიონელ მესიმ, იტყობინება Marca. ლეგენდარულმა არგენტინელმა კომენტარი ჩავისა და ინიესტას შესახებაც გააკეთა:

" რა თქმა უნდა ჩავი, როდესაც მოედანზე გამოდის შთამბეჭდავად თამაშობს. ის ნამდვილი ფეხბურთის პროფესორია. ინიესტა ითვლება გენიალურ ფეხბურთელად. მე ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ინიესტა ოდესმე მყოლოდა ჩემს გუნდში. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ "ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მოიგო," დაასრულა მარადონამ.

ცნობისთვის არგენტინის ნაკრებს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე სწორედ მარადონა წვრთნიდა და ცუდი შედეგების გამო იგი მალევე მოხსნეს თანამდებობიდან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.