ვილია: „მხოლოდ კონფედერაციის თასზე ვფიქრობ“
"ბარსელონას” თავდამსხმელი ჯერჯერობით "კამპ ნოუდან” შესაძლო აბარგებას არ ეხება.
"ბარსასთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ყოველთვის ვაცხადებდი, რომ აქ ბედნიერი ვარ.” – აცხადებს დავიდ ვილია.
"მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში იმ კლუბს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდი, რომლის ღირსებასაც ვიცავდი, ახლა კი მხოლოდ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ, რომელსაც კონფედერაციის თასზე დავეხმარები. რა მოხდება მომავალში დაველოდოთ და ვნახოთ”.
"ყველაფერს ზაფხულში გავაანალიზებ, მაგრამ ამ მომენტისათვის მხოლოდ ესპანეთის ნაკრებში თამაშზე ვარ კონცენტრირებული.” – განაცხადა ასტურიელმა თავდასხმელმა.
შეგახსენებთ, რომ ვილიას "ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მისი ხილვა საკუთარ გუნდში "არსენალს”, "ლივერპულს” და "ტოტენჰემს” სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]