”ბარსელონა” არ ჩქარობს ვილიას გაყიდვას

”ბარსელონა” არ ჩქარობს ვილიას გაყიდვას

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ისაუბრა ასტურიელი თავდამსხმელის, დავიდ ვილიას შესაძლო კლუბიდან წასვლაზე.
ვილია იქნება ”ბარსელონას” ფეხბურთელი იქამდე, სანამ არ იქნება დადებული ოფიციალურა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იგი აღარ იქნება კატალონიური გუნდის წევრი.” - განაცხადა როსელმა.

ბარსელონასთან” კონტრაქტი მაკავშირებს და მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში. აქ ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდნენ. ახლა, მხოლოდ კონფედერაციის თასზე ვფიქრობ, ხოლო დანარჩენზე უკვე შემდეგ ვილაპარაკოთ. ზაფხულში ბევრი რამის გაანალიზება მომიწევს, მაგრამ ახლა ჩემი ერთადერთი საფიქრალი ესპანეთის ნაკრებია.” - განაცხადა დავიდ ვილიამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების წევრით არაერთი პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბი ინტერესდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.