რეინა: "თუ ვალდესი "ბარსელონას" არ დატოვებს, მე იქ არ ვიქნები"
ინგლისური "ლივერპულის" 30 წლის ესპანელმა კიპერმა, პეპე რეინამ თავის პერსპექტივებზე ისაუბრა "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. იტყობინება, ესპანური პრესა.
"მერსესაიდელთა" მეკარემ განაცხადა, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ესპანურ კლუბს ვიქტორ ვალდესი დატოვებს წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეინა კლუბს არ შეიცვლის.
"სავსებით ცხადია, რომ თუ ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" ფერს მომავალ სეზონშიც დაიცავს, ჩემი იქ გადასვლის შესაძლებლობა ყველა ვარიანტში გამოირიცხება, რამდენადაც მე ვიცი, კლუბს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია." - განაცხადა რეინამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში საკუთარ საკონტრაქტო მოვალეობას და ვალდებულებებს ბოლომდე, ანუ 2014 წლის ზაფხულამდე შეასრულებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]