რეინა "ლივერპულიდან" წასვლაზე არ ფიქრობს

რეინა "ლივერპულიდან" წასვლაზე არ ფიქრობს

ინგლისური "ლივერპულისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, პეპე რეინამ კიდევ ერთხელ უარყო ჭორები მისი ესპანეთის ჩემპიონატში შესაძლო გადასვლის თაობაზე. იტყობინება, AS.

"მე მშვიდად და კომფორტულად ვარ ლივერპულში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "წითლების" ფერს ვიცავ. რაზე ვფიქრობ ამჟამად? მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მომავალ წელს ბრაზილიაში აიღებს სტარტს." - განაცხადა, ესპანელმა

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მეკარეს "ბარსელონას" სწორედ ვიქტორ ვალდესის შემცვლელად უკავშირებდნენ თუმცა ინფორმაცია არაერთხელ იქნა უარყოფილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.