სუბისარეტა: "ნეიმარი "ბარსელონას" უპირატესობას ყოველთვის ანიჭებდა"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ძალიან კმაყოფილია, რომ კლუბმა შესძლო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის ნეიმარის შეძენა. იტყობინება, ესპანური პრესა.
ამ ტრანსფერის განხორციელებისათვის კატალონიურმა გრანდმა € 57 მილიონი გადაიხადა.
"ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომლის შეძენითაც ერთბაშად რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სხვა კლუბის ფერები დაეცვა მაგრამ ის ყოველთვის ანიჭებდა უპირატესობას "ბარსელონას". ჩვენი გულშემატკივრები ძალიან ემოციურები და მომთხოვნები არიან. ნეიმარს შეუძლია ძალიან ბევრი გოლი გაიტანოს და გადამწყვეტი როლი ითამაშოს მოედანზე. ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს და გვჯერა, რომ დავტკბებით ბევრი მაგიური ოცნებებით." - განაცხადა, სუბისარეტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]