ოსკარი: "ბრაზილიაში ნეიმარი ძალიან უყვართ"

ოსკარი: "ბრაზილიაში ნეიმარი ძალიან უყვართ"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ხაევარმცველმა ოსკარმა დიდებული სიტყვებით შეამკო კატალონიის "ბარსელონისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი, იტყობინება სამხრეთ ამერიკული პრესა. ოსკარმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ძალიან სასარგებლოა ეროვნულ ნაკრებში.

"ნეიმარს ჩვენი გუნდისათვის სიხარული მოაქვს. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც მან პირველი ნაბიჯი გადადგა "სანტოსში". ჩემი აზრით ბრაზილიელებს ის ძალიან უყვართ, მას ისინი მხარს ძალიან უჭერენ. უფრო მეტიც ის მოედანზე თავის თანაგუნდელებს ეხმარება. მას შეუძლია, რომ მოედანზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. მის დიდებას ნეიმარი ძალიან მშვიდად ხვდება." - განაცხადა მრაზილიელმა ოსკარმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.