პერესის თქმით, იგი არ აპირებს ტიაგო ალკანტარას შეძენას

პერესის თქმით, იგი არ აპირებს ტიაგო ალკანტარას შეძენას

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მადრიდელებს არანაირი მცდელობა არ ჰქონიათ ტიაგო ალკანტარას შეძენის. როგორც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია "რეალი" მას შემდეგ დაინტერესდა 22 წლის ნახევარმცველით, რაც მან უკმაყოფილება გამოთქვა არასაკმარისი სათამაშო დროის გამო.

"ტიაგო ძალიან კარგი ფეხბურთელია. მე არ ვიცი მზად არის თუ არა "ბარსელონა" გაყიდოს ალკანტარა, მაგრამ "რეალი" ნამდვილად არ აპირებს მის შეძენას. თუ ჩვენ დავინტერესდებით "ბარსელონას" რომელიმე მოთამაშით აუცილებლად გავესაუბრებით მათ, მაგრამ არ გავაკეთებთ ისე, რომ სიტუაცია დაიძაბოს "რეალსა" და "ბარსელონას" შორის". - განაცხადა პერესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.