პელე: "ნეიმარს შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს"

პელე: "ნეიმარს შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს"

როგორც მოგეხსენებათ ნეიმარი 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა "ბარსელონაში", რომელმაც პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ იგი აპირებს დაეხმაროს ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის შენარჩუნებაში. ამ დროს კი ფეხბურთელის ცოცხალი ლეგენდა პელე აცხადებს, რომ ნეიმარს ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა გახდეს უკეთესი, ვიდრე "ოქროს ბურთის" ოთხგზის გამარჯვებული, ლიონელ მესია.

"ნეიმარი ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად ვითარდებოდა. იგი ორივე ფეხს შესანიშნავად ხმარობს და ასევე საჰაერო ორთაბრძოლებშიც საკმაოდ შედეგიანი გახდა. ამავე დროს მსურს ავუხსნა ხალხს, რომ ორივე ფეხბურთელი ძალიან კარგია. მე ძალიან მიყვარს მესი, ისევე როგორც ნეიმარი, მაგრამ თუ შევადარებთ ერთმანეთს მაშინ ჩემი აზრით, ნეიმარს უფრო მეტი პოტენციალი აქვს არგენტინელთან შედარებით. - თუმცა შეიძლება ეს არც არის ასე". - ამბობს პელე.

"მე არ ვარ ნამდვილად მოხარული, რომ "სანტოსმა" ასეთი ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა. მაგრამ ნეიმარისთვის კარიერაში ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, რადგანაც ის ბრაზილიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ახლა დროა მან ძალები ევროპაში მოსინჯოს. იგი იქ ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთელი ცოტა განსხვავდება ევროპული ფეხბურთისგან, რადგანაც ევროპაში უფრო მეტად ფიზიკურობას ექცევა ყურადღება აქ კი თამაში ძირითადად, ტექნიკაზეა აგებული". - ციტირებს პელეს სიტყვებს Goal.com-ი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.